ავტოსაგზაო შემთხვევა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთზე მოხდა. ტრაილერი შუაგამყოფ ჯებირს დაეჯახა და გადატრიალდა. ნახეთ ვიდეო.
სატვირთო ავტომობილს ბეტონის ფილები გადაჰქონდა რომელიც შეჯახების შედეგად ჩამოვარდა და მსუბუქ ავტომობილებს დაეცა. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, ავარიის შედეგად არავინ დასავებულა.
მეორე ავარია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოსთან მოხდა. ტრაილერი და "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირი ადგილზე გარდაიცვალა.