როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა

2018-07-24 17:20:53

საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი მიიღო.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.
სავალდებულო საპენსიო დაზღვევა 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ, 2 %-ს დამსაქმებელი გადაიხდის, ხოლო 2 %-ს კი სახელმწიფო.
40 წლამდე მოქალაქეებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულოა და მათ ყოველთვიურად შემოსავლის ყოველი ათასი ლარიდან 20 ლარის ფონდში გადარიცხვა მოუწევთ. 40 წელს ზევით კი - ნებაყოფლობითი.
საპენსიო ასაკამდე დაგროვებული თანხა, პენსიაში გასვლის შემდეგ, საბაზისო პენსიას დაემატება, ხოლო იმ ადამინებს, რომლებსაც არასდროს უმუშავიათ ან დეკლარირებული ხელფასი არ აქვთ, მხოლოდ საბაზისო პენსიას-180 ლარს მიიღებენ.