ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

2018-07-24 09:57:11

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობა უკვე 6 დღეა დაკარგულ მამაკაცს, ანზორ სეფიაშვილს ეძებს.

25 წლის ახალგაზრდა სახლიდან 19 ივლისს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი ბოლოს სოფელ ჭანდარში ნახეს.

ოჯახის წევრები ფიქრიბენ რომ მამაკაცი შესაძლოა კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი გამხდარიყო.

ახალგაზრდა მამაკაცის ადგილმდებარეობის მიზნით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.