თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

2018-07-23 21:07:30

თვითმფრინავი რომელიც თბილისი-სტამბულის რეისს ასრულებდა ავარიულად დაეშვა.

ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან საათნახევარში ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

არსებული ინფორმაციით თვითმფრინავს ჰაერში ფრინველი დაეჯახა, რის შემდეგაც ერთერთი ძრავა დაზიანდა.

ამ დროისთვის მგზავრები ტრაბზნის აეროპორტში უსაფრთხოდ იმყოფებიან, მათ სტამბულში გადაყვანას სხვა თვითმფრინავი უახლოეს საათებში განახორციელებს.