რუსთავის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს ახალი ოფისი ექნება (ვიდეო).

2017-01-24 18:38:35

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს ახალი ოფისი ექნება. ეკიპაჟები მოსახლეობას მე-7 მკრ-დან მოემსახურებიან. სასწრაფო სამედიცინო ცენტრი, აღნიშნულ მიკრო რაიონში მდებარე, ძველი „ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის“ შენობაში განთავსდება. მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე, გამოძახებების უმრავლესობა, ახალი რუსთავიდან ფიქსირდება, შესაბამისად  ბრიგადები გამოძახებების შესრულებას,აღნიშნული მისამართიდან, უფრო დროულად შეძლებენ, სწორედ ეს გახდა, ცენტრის ახალი ოფისის გახსნის მიზეზი. მერის მოადგილის, ნოდარ შეროზიას განცხადებით, შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.სიახლე დღეს გამართულ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზევე  გაჟღერდა ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმების ხელფასების მატების შესახებ.