ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-07-21 11:16:18

ჩქაროსნულ მაგისტრალზე, იგოეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა მძღოლი რომელიც კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მიკროავტობუსი ტრაილერს უკნიდან დაეჯახა.

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."