ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-07-20 21:51:11

ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

ავარია ბორჯომი ბაკურიანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის დროს მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს".