"გუბერნატორის ინსტიტუტს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, მათ შორის, საკადრო ნაწილში"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა
"ამ ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. თქვენ იცით ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის, საკადრო ნაწილში" – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.