ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

2018-07-17 13:33:27

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი მსუბუქ მანქანას. შედეგად დაშავდა ველოსიპედზე მჯდომი მოზარდი და მსუბუქი მანქანის მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათ ამ წუთებში პირველადი გამოკვლევა უტარდებათ

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.