მოსახლეობამ 300-მდე ნიანგი მოკლა [video]

2018-07-16 22:26:25

ინდონეზიის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა 300-მდე ნიანგი დახოცეს. ნახეთ ვიდეო.

დანებით, ჩაქუჩებით და სხვადასხვა ბასრი საგნებით შეიარაღებულმა სორონგის მკვიდრებმა ნიანგების დახოცვა შურისძიების მიზნით გადაწყვიტეს, მას შემდეგ რაც დასავლეთ პაპუაში, სორონგის ქარხნის ერთ-ერთი მუშა ნიანგის ნაკბენით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მუშა რქოსანი პირუტყვისთვის ბალახს ეძებდა, როდესაც ნიანგმა უკბინა, მოგვიანებით იგი გარდაცვლილი იპოვეს. მუშის დაკრძალვის შემდეგ 600-მდე თანასოფლელი ბასრი საგნებით შეიარაღდა და ნიანგების ფერმას თავს დაესხა.

თავდამსხმელების შეჩერებას 40 სამართალდამცველი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. „ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.“ - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა, დევა მადე სუტრაჰნამ. უცნობია, დახოცილ ნიანგებს შორის არის თუ არა ის ნიანგი, რომელმაც მუშას უკბინა.