ავარიას 24 წლის გოგო ემსხვერპლა

2018-07-16 11:30:32

გლდანში ავარიას 24 წლის გოგო ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით გლდანის მე-6 მიკრორაიონში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. 24 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილს 50 წლამდე მამაკაცი მართავდა, შეჯახებისას იგი ჯერ მიიმალა, ხოლო შემდგომ მომხდარის ადგილას დაბრუნდა. პირი იდენთიფიცირებულია და გამოკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე  გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი