ტურისტი ნაპრალში ჩავარდა

2018-07-15 15:48:16

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს - "სტეფანწმინდა - მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს. ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები. ტურისტების ჯგუფი ჩამოყვანილია სტეფანწმინდაში. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება."