რა მისამართზე იგეგმება მშენებლობა

2018-07-15 15:06:48

გარდაბანში იუსტიციის სახლი აღმაშენებლის ქუჩაზე, ენერგო პრო ჯორჯიას ოფისის მიმდებარედ აშენდება- ამის შესახებ ინფო რუსთავს პარლამენტში, გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა განუცხადა.

"წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი ამ საკითხეთხზე, მქონდა მოლაპარაკებები იუსტიციის მინისტრთან, საკითხი დადებითად გადაწყდა რაც იმას ნიშნავს რომ გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2019 წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყება. იუსტიციის სახლის არარსებობა მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა და სწორედ მათი თხოვნის შედეგად გადაწყდა რომ ეს პროექტი დაგვეწყო გარდაბანში. მე მათ შევპირდი, რომ აუცილებლად განხორციელდება ეს პროექტი ჩევნს მუციციპალიტეტში. ასევე სპორტული კომპლექსის აშენებასაც ითხოვს მოსახლეობა, და მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზეც აქტიურად ვმუშაობ შესაბამის უწყებებთან და იმედი მაქვს ყველაფერი აქაც დადებითად გადაწყდება"- განაცხადა ინფო რუსთავთან სავალან მირზოევმა

სახელმწიფო შენობის მშენებლობის ხარჯებს, საქართველოს მთავრობა გაიღებს.