15 წლის ბიჭი იპოვეს

2018-07-13 22:52:07

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია 15 წლის სანდროს დაკარგვის შესახებ. ოჯახის წევრი აღნიშნავდა რომ მოზარდს ჰქონდა ეპილეფსია.

15 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შსს სამძებრო სამუშაოები მალევე დაიწყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ 10 ივლისს დაკარგული მოზარდი, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ თბილისში, 12 ივლისს იპოვა და კასპის რაიონში, ოჯახში დააბრუნა.