"რუსთავი" vs "კაკტუსი".

2017-01-22 20:33:57

რუსთავის საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" თბილისის "კაკტუსთან შინ დამარცხდა. "კაკტუსმა" "რუსთავს" ოთხივე მეოთხედში მოუგო. რუსთაველებმა თამაშის მეორე ნახევარში ტემპს მოუკლეს და რამდენიმე შეცდომა დაუშვეს რითაც მოწინააღმდეგე კლუბმა ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 75:94 დაფიქსირდა. "რუსთავი"-ს კლუბიდან თავი კეისი კასპერბაუერმა იჩინა, მან საკუთარ ანგარიშზე 23 ქულა მიითვალა, ხოლო "კაკტუსი"-დან ტაილერ ვაითმა, მის ანგარიშზე 24 ქულაა.