რუსთავში, ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანია მხილებული
რუსთავში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე, შსს-მ არასრულწლოვანი ამხილა - ფაქტი ინფო რუსთავს შსს-ში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, რუსთავში, XXI მიკრო-რაიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე ავტომობილი გაქურდეს.
გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.