10 ავტომობილი გაქურდეს [video]

2018-07-07 00:34:46

რუსთავში, XXI მიკრო-რაიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე ავტომობილი გაქურდეს. ნახეთ ვიდეო.

დამნაშავეები ავტომობილის სალონში მინის ჩამტვრევის შემდეგ აღწევდნენ. წაღებულია ფული, მობილური ტელეფონები და სხვასახვა ძვირადღირებული ნივთები.

არსებული ინფორმაციით დამნაშავეები არასრუწლოვნები არიან, ისინი გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მოქმედებდნენ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.