2018-07-10 21:17:41
სამგზავრო ავტობუსში 17 წლის ბიჭის დაჭრის კადრები ვრცელდება. ნახეთ ვიდეო.
შემთხვევა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზ მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
კადრებში ჩანს რომ 17 წლის ბიჭი სკამზე მსხდომს ფიზიკურად ეხება რა დროსაც მასთან კამათში მყოფი პირი დანას მოუქნევს მუცლის არეში.
დაჭრილი ეცემა ხოლო დამნაშავე არეულობით სარგებლობს და ავტობუსის უკანა კარიდან მიიმალება.
შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.