2018-07-09 16:17:19
სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს. „დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა.. რომელიც მესანთლემ იპოვა მტირალი, 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია დადგინდება რა მოხდა.“ - წერს არქიმანდრიტი. მოგვიანებით, არქიმანდრიტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშობელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბავშვზე ნათესავები იზრუნებენ.