ახალციხის მუნიციპალიტეტში, ორფოლოს პოლიგონზე 31 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა.
პოლიგონზე ჯარისკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა რის შემდეგაც ახალციხის სამედიცინო ცენტრი გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
31 წლის მირზა ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.
ფაქტზე თავდაცვის სამინისტროში განცხადება გავრცელდა - "საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით."