ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

2018-07-09 10:48:29

ხადას ხეობაში 3 დღის წინ დაკარგული ბავშვი გარდაცვლილი ნახეს.

მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტს დუშეთის გამგებელი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით ცხედრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია თავად დამნაშავემ გააჟღერა.

ადგილობრივები აცხადებენ რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა შსს ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

პირველადი ინფორმაციით დამნაშავე 19 წლის მწყემსია.

ოჯახის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს გავრცელდა.