რუსთავში "ნაციონალურ მოძრაობა"-ს სათავეში კახა ბარათაშვილი ჩაუდგება.

2017-01-21 18:21:18

მას შემდეგ რას პარტია გაიყო და ნაციონალური ნოძრაობა მამუკა ჩიქოვანმა დატოვა შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური იყო. "ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილი გახდა რომ რუსთავში პარტიის თავმჯდომარის პოზიციას კახა ბარათაშვილი დაიკავებს თუმცა მანამდე პარტიის აღმასკომის არის ასარჩევი.

კახა ბარათაშვილმა, ინფორმაცია იმის შესახებ რომ შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის, რუსთავის ორგანიზაციას ჩაუდგეს სათავეში არ უარყო. მან ასევე განაცხადა რომ, რუსთავის საკრებულოში წარმოდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია , რომელშიც კახა გურგენიძე, ზაზა იმედაშვილი, ნათია ნადირაშვილი და თავად კახა ბარათაშვილი არიან გაწევრიანებული, არ დაიშლება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ბარათაშვილს საკრებულოს თავმჯდომარიის მოადგილის პოზიცია ეკავა. ამჟამად კი, ნაციოლაური მოძრაობის სახელით, საკრებულოს უმცირესობას წარმოადგენს.