პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
"პეტრე-პავლობა არის ხუთშაბათს. წირვა-ლოცვა შესრულდება სამების ტაძრის წმინდა ტაძარში. მეორე დღეს, პარასკევს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. ნათლობა იქნება პეტრე-პავლობის საღამოს", — განაცხადა ილია მეორემ.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გრძელდებოდა.
დღეისთვის ილია მეორეს 35 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.