რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, კონკრეტულად კი ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე საავტომობილო საცობია. ავტომობილები შეზღუდულად მოძრაობენ და ამის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგების სამუშაოებია. როგორც "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა განუცხადა საავტომობილო საცობი ერთი მიმართულებით არის და მხოლოდ იმ მძღოლებს ეხება რომლებიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან. საცობის მონაკვეთის გავლა საჭესთან მსხომებს ნახევარი საათის განმავლობაში უწევთ.