დუშეთის მუნიციპალიტეტში,კონკრეტულად კი ხადას ხეობაში დაკარგული ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, 4 წლის ბავშვს კი მეორე დღეა ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხადას ხეობაში დაკარგული ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს.
ამერიკელი ცოლ-ქმარი რამდენიმე წელია, რაც ქვემო ქართლის რეგიონში, კონკრეტულად კი მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.
ცნობილია, რომ 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათ ვერ უკავშირდებოდნენ.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.