ქართველი ცოლ-ქმარი ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

2017-01-21 12:56:51

ქართველი ცოლ-ქმარი 72 წლის ებრაელი ბიზნესმენის, ჯაკ ლევის მკვლელობის ბრალდებით, ტრაპიზონში დააკავეს. ცხედარი პოლიციამ სტამბოლში, ბიზნესმენის  საკუთარ სახლში აღმოაჩინა.  ეკა ვარდანიძე ბიზნესმენთან მუშაობდა, ის კვირაში ერთხელ ჯაკ ლევისთან სახლის დასალაგებლად დადიოდა. თურქი სამართალდამცველების  ინფორმაციითეკა ვარდანიძე და მისი მეუღლე, შალვა ჭუღუაშვილი მოხუცი ბიზნესმენის სახლის გაძარცვას ცდილობდნენ, რა დროსაც ჯაკ ლევის გაეღვიძაძალოვნების ვერსიით, ბიზნესმენი ჯერ ცივი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი სახლი გაძარცვეს. დაკავებულების ბარგის ჩხრეკისას ბიზნესმენის ნივთები, ფული დაგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საკონსულო.