მტკვარში თევზაობისას, წყლის დონის მომატების გამო, მოქალაქემ მდინარიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მეთევზის მდინარიდან გამოყვანას სამაშველო ჯგუფთან ერთად მოქალაქეებიც ცდილობდნენ. სწრაფი დინების და წყლის დონის მომატების გამო მტკვარში შესვლა გარკვეულ რისკს წარმოადგენდა, ამიტომ გადაწყდა რომ შესაბამისი სამსახურების მიერ, მტკვარის კალაპოტის გადაკეტვა მომხდარიყო, რის შემდეგადაც წყლის დონემ დაიწია და მეთევზე მაშველებმა გამოიყვანეს.