წმინდა ნინოს ქუჩაზე, ბოლო თვეების განმავლობაში, ასფალტს მესამედ აგებენ. თავდაპირველად სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, ასფალტი, აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ საკანალიზაციო და სასმელ ჭებს გადააგო, რის გამოცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასფალტის აყრა და ხელახლა გადაგება გახდა საჭირო. ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, 1 ჭა კვლავ ასფალტის ქვემოთ დარჩა, ამიტომ გადაგებული გზა კიდევ ერთხელ აიყარა და ჭის თავზე ასფალტი ახლიდან დაიგო. ასფალტის ხელმეორედ დაგების შემდეგ მიწამ ჩაიწია და შესაბამისად მძღოლებისთვის გზის სავალ ნაწილზე გავლა კვლავ პრობლემად იქცა. ამ მომენტისთვის დაზიანებული მონაკვეთი კვლავ გადათხრირია. ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხდაებენ რომ, სამუშაოების არასათანადო შესრულების გამო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, გზის მესამედ დაგებას საკუთარი ხარჯებით ახდენს. სამუშაოების დასრულება რამდენიმე დღეში იგეგმება.