საქართველოს მასშტაბით ALL STAR-ისთვის კალათბურთელების შერჩევა დაიწყო. საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელსაც ტრადიციულად ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.გამოკითხვაში თბილისისა რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებული. ინტერნეტ-გამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. გამოკითხვა 26 იანვარს, 18:00 საათზე დასრულდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე ოლ სტარის სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.