აფთიაქის ქურდობის დეტალები (ვიდეო).

2017-01-20 18:26:28

რუსთავიში „იმპექსის“  აფთიაქში მომხდარი ქურდობის დეტალები ცნობილია. [ვიდეო/video]

როგორც „იმპექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ლელა ლეჟავამ, „ინფო რუსთავს“ უამბო, აფთიაქში ქურდობა დღის პირველ ნახევარში მოხდა, ობიექტში დაახლოებით 5 ქალბატონი შევიდა, მათმა ნაწილმა ადგილზე მომუშავე პერსონალს ყურადღების  გადატანის მიზნით, შედარებით დაბალფასიანი პროდუქციის შესახებ კონსულტირების გაწევა სთხოვა, პარალელურად ქურდობაში მონაწილე სხვა ქალბატონებმა აფთიაქის რამდენიმე დახლიდან მამაკაცისა და ქალის ძვირადღირებული კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები ჩანთაში ჩააწყვეს და ობიექტი დატოვეს. ქალბატონების ასაკი, სავარაოდოდ, 30-დან 35 წლამდეა. ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს, არსებული ინფორმაციით წაღებულია   1000 ლარის ღირებულების პროდუქცია. სათვალთვალო კამერების ჩანაწერი კი შესაბამის ორგანოს აქვს გადაცემული და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხობს.