მემორანდუმი რუსთავის სკაუტურ ცენტრში.

2017-01-20 16:45:35

რუსთავის სკაუტურ ცენტრში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და USAID-ის პროექტ ZRDA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში სააგენტოში 6 მოხალისე ანაზღურებად სტაჟირებას გაივლის. ახალგაზრდები საქართველოს 70 თემსა და 5 რეგიონში იმუშავებენ და  დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარებიან. პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება,  პროგრამა ჯგუფურ დაფინანსებასაც ითვალისწნებს, რომლის ბიუჯეტიც 5 ათას ლარს შეადგენს.