ხელფასების ზრდა

2018-07-01 14:24:23

დღეიდან ხელფასი პოლიციელებს და მეხანძრე- მაშველებს გაეზარდათ

1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა. პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების გაზრდისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

დღეიდან ხელფასი გაეზარდათ მეხანძრე-მაშველებსაც. ხელფასის ზრდა 20%-ით მოხდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხელ­ფა­სე­ბის ზრდის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას გა­ა­კე­თა.