"მსგავსი შემთხვევა წარმოუდგენელია"

2017-01-20 13:16:33

„ინფო რუსთავის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ეწერა რომ რუსთავის ერთ-ერთ ააიპ-ის ხელმძღვანელი, თანამშრომლების პირად მიმოწერას აკონტროლებს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამარ აქუბარდია ეხმაურება: „მსგავსი შემთხვევა წარმოუდგენელია, მაგრამ თუ რომელიმე ააიპ-ში, ან სამსახურში ასეთი რამ ხდება, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და მოხდება შესაბამისი რეაგირება“. თამარ აქუბარდიას განცხადებით თუ კი ვინმეს ეჭვი აქვს რომ  მისი “facebook” გვერდი კონტროლდება, შეუძლია პირადად მიმართოს ქალაქის მერს, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.