მამაკაცს ფუტკარმა უკბინა

2018-06-30 22:27:26

თურქეთში, რიზეში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით 34 წლის გიგლა შანთაძე ერთერთ სოფელში მეგობრებთან ერთად ჩაის კრეფის სამუშაოებში იყო ჩართული რა დროსაც მას ფუტკარმა უკბინა. მამაკაცის მდგომარეობა რამდენიმე წუთში გართულდა, მას სხეული გაუსივდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს და საქართველოს მოქალაქე ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება თუმცა გიგლა შანთაძეს გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტზე რიზეს პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.