გამოცდების ახალი სტანდარტი

2018-06-28 18:44:26

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: მათ შორის რუსთავშიც.


ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი სადაც ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება მოხდება:

თბილისის ქუჩა
ცურტაველის ქუჩა
სპორტის ქუჩა
სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა
დუმბაძის ქუჩა
მესხიშვილის ქუჩა
ლეონიძის ქუჩა
ტაშკენტის ქუჩა
ფალიაშვილის ქუჩა
კლდიაშვილის ქუჩა
ჩერკასკის ქუჩა
ქუთაისის ქუჩა
ფიროსმანის ქუჩა
მოდებაძის ქუჩა
აღმაშენებლის ქუჩა (მოდებაძის ქუჩიდან ახალ ხიდამდე)
ლომოურის ქუჩა
მესხიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე (მე-12მკრ-ის და მე-16 მკრ-ის შორის მდებრე გზა)
დონეცკელ მეტალურგთა ქუჩა
მელიქიშვილის ქუჩა
სანაპიროს ქუჩა
გიორგი ნიკოლაძის ქუჩა და მშენებელთა ქუჩიდან გაგარინის გადასახვევამდე
ჭავჭავაძის ქუჩა
თავგორაშვილის ქუჩა
ჟიული შარტავას გამზირი, მეგობრობი გამზირი, მერაბ კოსტავას გამზირი #20-მდე (ცენტრალური გზა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობამდე).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის აღების მსურველებს, ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე ჩააბარონ გამოცდა, ამის შემდეგ მოიპოვებენ ქალაქში, რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას.

ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.