რუსთაველ მამაკაცს ეძებენ

2018-06-27 23:38:26

რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ.

დაკარგული 28 წლის ლაშა ცაბაძეა, არსებული ინფორმაციით მამაკაცი 25 ივნისს მდინარე მტკვარში გაგრილების მიზნით შევიდა რა დროსაც დინებამ გაიტაცა და მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა.

სამძებრო სამუშაოები ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მაშველები და მყვინთავები უკვე 3 დღეა ეძებენ დაკარგულს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ძებნის არეალი გაფართოვდა და ამჟამად ძიება მტკვრის კალაპოტში წითელ ხიდამდე მიმდინარეობს.