სანახაობა რომელიც, ფულის შეგროვების მსვლელობად გადაიქცა (ვიდეო).

2017-01-19 17:20:14

რუსთავის ქუჩებში ე.წ. ბერიკაობა მოეწყო.  ბერიკაობის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში ხალხსა და ავტომობილებს აჩერებდნენ და დახმარების გაღებას სთხოვდნენ. ბერიკების თქმით, ისინი სადღესასწაულოდ რუსთავში კახეთიდან ჩამოვიდნენ. ბერიკაობა წლების წინ ნიღბებით იმპროვიზირებული  თეატრალიზებული მსვლელობა იყო, რომელიც განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავდა. ბერიკაობამ წლების განმავლობაში საკულტო-რელიგიური დანიშნულება დაკარგა და მსვლელობა ხალხმა დღევანდელ რეალობას მოარგო.