ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე კონკრეტულად კი აგარის მონაკვეთზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება