რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ წყალკურთხევის ცერემონიალი ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში აღავლინა. ცერემონია ტრადციციულად, საზეიმო წირვის შემდეგ გაიმართა. წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. მორწმუნეებს, წყლის შენახვა და ავადმყოფობის დროს მიღება, მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ. წყალკურთხევა რუსთავის ყველა ეკლესიაში გაიმართა.