ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოში.
არსებული ინფორმაციით საჯარო სკოლის წინ მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 2 მრავლობითი მოტეხილობებით საჯარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.