თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაკეში, 58 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი 2010 წლამდე პოლიციაში მუშაობდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა შურისძიების მიზნით მოხდა.
შსს-ში განაცხადეს რომ - "გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".