მგზავრებს თბილისში გადაადგილება უჭირთ

2018-06-25 13:55:34

კომპანია “ინტერტრანსის“ მძღოლები, რომლებიც მე-19 მიკრო რაიონიდან მაღლივის მიმართულებით ყვითელი მიკროავტობუსებით გადაადგილდებოდნენ რამდენიმე დღეა მუშაობას აღარ აგრძელებენ.
მიზეზი მძღოლების სამუშაო პროცესის შეწყვეტისა მგზავრთა ნაკადის სიმცირე გახდა. მათი თქმით, ქალაქში მინივენების გამოჩენამ, რომლებიც მაღლივის მიმართულებით გადაადგილდებიან, მკვეთრად შეამცირა მგზავრთა რაოდენობა. მძღოლებმა მიმართეს “ინტერტრანსის“ წარმომადგენლობას, რომ აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე კომპანიაში ყოველდღიური გეგმიური შესატანი თანხა 15 ლარით შემცირებულიყო, რაზეც უარი მიიღეს, შეთანხმება ვერ შედგა, სწორედ ამიტომ აღნიშნული ყვითელი მიკროავტობუსები ჩამოერთვათ მძღოლებს.
“ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მძღოლებისთვის თანხის შემცირება, როგორც წინა წლებში  ახლაც 15 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო. მძღოლებს ყოველდღიური გეგმიური შესატანი თანხა 10 ლარით შეუმცირდებათ მას შემდეგ, რაც  სწავლის დასრულების გამო მაღლივის მიმართულებით მოძრავი მგზავრების ნაკადი იკლებს. მანამდე, კი ცვლილებები არ არის დაგეგმილი.
ჯერჯერობით მძღოლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება არ მიღწეულა. მგზავრები უკმაყოფილებას გამოხატავენ  და ამბობენ, რომ თბილისში ჩასვლა მათთვის შეფერხებულია დიდი ინტერვალისა და ცოტა მიკროავტობუსების გამო.
შეგახსენებთ, რომ მაღლივის მიმართულებით მოძღავ მარშუტს 15 ყვითელი მიკროავტობუსი მოაკლდა, ხოლო ხაზზე მუშაობს მხოლოდ 10 მიკროავტობუსი, რომელიც კომპანია „ინტერტრანს“ არ ეკუთვნის.