ბანაობის სეზონი გახსნილია

2018-06-24 18:10:55

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბაში ბანაობის სეზონი გახსნა.

ნებისმიერ მსურველს დილის 10 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე შეუძლია განსაზღვრულ სპეციალურ ადგილებში ცურვა. პარკში მოწყობილია სპეციალური  საშხაპეები, რომლის სარგებლობაც ცურვის საათებში არის შესაძლებელი.

ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მათი თქმით, რუსთავის პარკში არსებულ ტბას უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, რითიც დადგინდა, რომ წყალი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და იგი ექვემდებარება არსებულ ნორმებს. წყლის მაქსიმალური სიმაღლე ცურვისთვის განსაზღვრულ მონაკვეთებში 2 მეტრამდე აღწევს.