განათლების სამინისტროს ინიციატივა

2018-06-24 16:04:08

განათლების მეცნიერებისა და სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ბევრი სიახლე იგეგმება.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის, ის რომ საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 მათგანი ახალი სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.
2018-2019 წლიდან ყველა რესურსცენტრს ფსიქოლოგიის შტატი დაემატება. მინისტრის თქმით, ფსიქოლოგიური სამსახურის ბაზაზე შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები. მოქმედებს 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც ხელს უწყობს და აგრესიის სხვადასხვა ფორმების საწყის ეტაპზე გამოვლენას. ქვეყნის წამყვან ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები და ამის საფუძველზე  რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ.
სკოლებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი “ევრიკა“ ამოქმედდება, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტების ჩართულობას სკოლების საგანმანათლებლო პროცესში. ჩატარდება ონლაინ გაკვეთილები ყველა საგანში.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წამყვანი პროფესორები და მეცნიერები მოსწავლეებს დამატებით ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ და თავიანთი დარგების ხიბლზე მარტივი ენით მოუთხრობენ.
გარდა ამისა, სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სახელმძღვანელოები დაინერგება. მოსწავლეები ახალი, ტექნიკურად და შინაარსობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას, უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმად, სპეციალურ მასწავლებლებს სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსი ექნებათ.