"განგსტერული კომედია" [video]

2018-06-24 12:06:01

რუსთავში გადაღებული ინდური ფილმის თრეილერი მზად არის, ვიდეოს 10 დღეში უკვე 5 მილიონი ნახვა აქვს. განგსტერულ კომედიური ჟანრის ფილმის, “Junga”-ს ეპიზოდების გადაღება რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე მარტის თვეში მიმდინარეობდა. ფილმის რეჟისორი გოკალი წარმოშობით ინდოელია ("ინფო რუსთავის" ინტერვიუ და ფრაგმენტები გადასაღები მოედნიდან), მან ფილმზე მუშაობა ინდოეთში დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში განაგრძო, ხოლო რუსთავში ქართველ წარმომადგენლობასთან ერთად მუშაობდა. “Junga”-ს ეკრანებზე ხილვა მაყურებელს 2018 წლის ივლისში შეეძლება. ნახეთ ვიდეო.