#2 სკოლის მოსწავლეების მშობლები მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

2017-01-18 18:12:40

რუსთავის #2 სკოლის მოსწავლეების მშობლები ქალაქის თვითმმართველობას დახმარების თხოვნით მიმართავენ. მშობლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, დაზიანებული ღობის შეკეთებას ითხოვენ. ღობე ერთმანეთისგან სკოლის ეზოსა და საავტომობილო ტრასას ჰყოფს. მშობლების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარი ავარიების რაოდენობა ხშირია და მსგავსი შემთხვევების დროს, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შეექმნას და ღობის რეაბილიტაციაა საჭირო. ქალაქის თვითმმართველობაში აცხადებენ რომ, ღობის შესაკეთებლად ამ დროისთის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, დაპროექტების შემდეგ გაირკვევა რეაბილტაციის შესარულებლად გამოცხადება თუ არა ტენდერი.

 

#2 სკოლასთან არსებული ღობე რამდენიმე თვეა რეაბილიტაციას საჭიროებს. ღობის ნაწილი ოქტომბრის თვეში მომხდარი ავარიის დროს დაზიანდა.