მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავების შემდეგ გაჩნდა კითხვა თუ როდის დაინიშნება მარნეულში არჩევნები და დაემთხვევა თუ არა მერის არჩევა პრეზიდენტის არჩევნების თარიღს. "ინფო რუსთავმა" ცესკოში გაარკვია რომ - "პროკურატურის მომართვის საფუძველზე ხდება უფლებამოსილების შეჩერება, რომელსაც საკრებულო იღებს ცნობად და აკეთებს საოქმო ჩანაწერს. შეჩერების შემდეგ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი თუ შევიდა ძალაში 15 ივლისამდე, (ვერ შევა იმიტომ რომ სასამართლო 6 აგვისტოს არის ჩანიშნული) არჩევნები დაინიშნებოდა ოქტომბერში და დაემთხვეოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. ამიტომ რადგან ვერ ხერხდება 15 ივლისამდე ძალაში შესვლა, მაშინ არჩევნები გაიმართება 2019 წლის მაისში."
ამ დროისთვის მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე.