თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია "ბეკო" გაქურდეს. არსებული ინფორმაციით მოპარულია 20-მდე მობილური ტელეფონი და 5000 ლარამდე თანხა.
"ბეკო"-ს თანამშრომლები აცხადებენ რომ ვიდეოში ჩანს როგორ შედის 4 არასრულწლოვანი მაღაზიაში და როგორ გააქვთ ტელეფონები.
შსს-ში აცხადებენ რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.