გლდანში ახალგაზრდა მოკლეს. 30 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ არ უძღოდა ჩხუბი ან რაიმე სახის დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით მოკლულს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.
მამაკაცი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ეზოში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ამ ეტაპზე, დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.
შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.