ახალი რეგულაციები

2018-06-15 15:08:38

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შემდეგ დეტალებზე უკვე მისმა მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ კუთხით უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.

უწყების ინფორმაციით, ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.


სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.